
შპს. პეის ჯორჯია
დაარსდა 2000 წელს, წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ კერძო მფლობელობაში მყოფ შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიას. შპს პეის ჯორჯია არის მშობელი კომპანია შემდეგი კომპანიების ჯგუფის: შპს პეის შიპინგი-100% წილი, შპს სარფი ქასთომსბროკერი -100% წილი, შპს პეის ბათუმი -100% წილი, შპს პეტრანსი-100% წილი. აგრეთვე პეის ჯორჯია მფლობელია შპს ტრანსფორდის50% წილის და ზიმინტეგრეითედშიპინგსერვის ჯორჯიას 49% წილის. ჯგუფის ძირითადი ბიზნეს აქტივობა მოიცავს ტვირთების ექსპედირებას, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს, ტვირთის ტრანსპორტირებას და გემების სააგენტოს ფოთის საზღვაო პორტში

პეის შიპინგ ეჯენსი ლიმიტედ
პეის შიპინგ ეჯენსი ლიმიტედ - მისი 100% წილის მფლობელია პეის ჯორჯია; კომპანია არის სახომალდოაგენტი ფოთისა და ბათუმის პორტებში

შპს პეის ტრანსი
კომპანია წარმოადგენს სატვირთო ექსპედიტორს, უზრუნველყოფს ლოჯისტიკურ მომსახურებას და არის 100% წილის მფლობელი.

შპს. პეის ინტერნეიშენალ
ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია; პასუხისმგებელია ტვირთების საოკეანო გადაზიდვაზე და გემების დაფრახტვაზე.

POTI NEW SEA PORT
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური წარმოადგენს დამოუკიდებლად მოქმედ საზღვაო ნავსადგურს, რომელიც მოიცავს 4 ნავმისადგომს, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 770 მეტრია. პორტის ტერიტორიაზე განთავსებულია დაახლოებით 100 000 კვ.მ ფართობის ღია სასაწყობე მოედნები და 12 500 კვ.მ ფართობის დახურული საწყობები.

შპს ტრანსფორდი
დაარსდა 2010 წელს პეის ინტერნეიშენალის და პეის ჯორჯიას მიერ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩასატარებლად და სასაწყობე მომსახურებისთვის (გემების დატვირთვა და გადმოტვირთვა) ფოთის საზღვაო პორტში. შპს ტრანსფორდის საქმიანობა ფოკუსირებულია ნაყარი ტვირთების დახარისხების სამუშაოებზე და ოპერირებს ფოთის საზღვაო პორტის ოთხ: მე-3, მე-4, მე-6 და მე-15 ნავმისადგომებზე. კომპანიას გააჩნია 2 შვილობილი კომპანია: შპს ბ&პ(80% წილი) და შპს მეტალექს ტრანსი (52,5% წილი). შპს ტრანსფორდიდაჯილდოვდა ISO 9001:2008 ხარისხის სერტიფიკატით 2013 წელს. 2013 წელს სპს ტრანსფორდმაშეიძინა ფოთის გემთმშენებელი ქარხანა ადგომებზე.

შპს ბ&პ
შპს ბ&პ - მისი 80% წილის მფლობელია შპს ტრანსფორდი. კომპანია ძირითადად დაკავებულია საერთო და ფხვიერი ტვირთების დახარისხებით და ოპერირებს ფოთის საზღვაო პორტის მე-8, მე-9 და მე-10 ნავმისადგომებზე

შპს მეტალექს ტრანსი
შპს მეტალექს ტრანსი - მისი 52,5% წილის მფლობელია შპს ტრანსფორდი. კომპანია დაკავებულია ნაყარი დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებით ფოთის ტერმინალებში. კომპანია ოპერირებს ფოთის საზღვაო პორტის ერთ -მე-5 ნავმისადგომზე.

შპს. ზიმ იტეგრეითედ შიპინგ სერვისეს ჯორჯია (ზიმჯორჯია)