ქ. ფოთში პეის ჯგუფის მიერ ხორციელდება 130 მილიონიანი პროექტი რაც ითვალისწინებს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობას. ახალი ნავსადგურის მშენებლობა ხორციელდება ორ ფაზად, რომლიდანაც პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა.
აღნიშნული პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში განხორციელდა ჰიდროსტრუქტურული ნაგებობების მაშტაბური მშენებლობა, აშენდა 260 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი, განხორციელდა ორი არსებული ტალღმჭრელი მოლოს სრული რეკონსტრუქცია, მოხდა ახალი ნავსადგურის აკვატორიიდან 1.5 მილიონი კუბამეტრი ნატანი ქვიშის ამოღება, შედეგად ახალი ნავსადგურის აკვატორია დაღრმავდა 13 მეტრ სიღრმემდე. აშენდა 50 000 ტონა ტევადობის ახალი დახურული ტიპის საწყობი, რომელიც სრულად აღიჭურვა ევროპული წარმოების დაცლა დატვირთვის ავტომატიზებული სისტემებით, 6 ჰექტარზე მოეწყო ახალი ღია სასაწყობო მოედნები, სპეციალურად დამზადდა და ნავმისადგომზე დამონტაჟდა ორი ახალი პორტალური ამწე თითოეული 100 ტონა ტვირთამწეობით. დასაქმდება დამატებით 200 თანამშრომელი.
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა პეის ჯგუფისა და აშშ - ს მთავრობის სართაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის - United States International Development Finance Corporation (DFC) - ის თანადაფინანსებით.
პროექტის პირველი ფაზის ღირებულებამ შეადგინა 93 მილიონი აშშ დოლარი. რომლიდანაც 50 მილიონი აშშ დოლარი დაფინანსებულია DFC - ის მიერ, ხოლო 43 მილიონი აშშ დოლარი პეის ჯგუფის კონტრიბუციაა. ქ. ფოთში შექმნილი ახალი თანამედროვე ნავსადგური, საშუალებას იძლევა, მომსახურება გაუწიოთ დიდი ტონაჟის მქონე (50 000 ტონა ტვირთამწეობის) გემებს, რომლის მიღების შესაძლებლობა, დღეისათვის საქართველოში არც ერთ ნავსადგურს არ გააჩნია. დიდი ტონაჟის მქონე გემების მიღება შესაძლებელს გახდის, რომ საქართველოს ტრანზიტულ დერეფანზე გადმომისამართდეს ისეთი ახალი ტვირთები, რომელთა ტრანსპორტირებაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, საქართველოს გვერდის ავლით ხდება.
ამჟამად პეის ჯგუფი ახორციელებს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის მე-2 ფაზას რაც ითვალისწინებს დამატებით კიდევ ერთი ნავმისადგომის მშენებლობას რომელიც ძირითადად მოემსახურება მინერალური სასუქების - კარბამიდის გემზე დატვირთვის ოპერაციებს.
გარდა ნავმისადგომის მშენებლობისა, მოხდება ნავმისადგომთან მისასვლელი წყლის აუზის დაღრმავება 13 მეტრამდე, გემის დასატვირთი მანქანის მონტაჟი ნავმისადგომზე და საკონვეიერო ხაზის მოწყობა კარბამიდის არსებული საწყობიდან გემის დასატვირთ მანქანამდე. რათაც უზრუნველყოფილი იქნება კარბამიდის პირდაპირი ჩატვირთვა საწყობიდან გემში. ნავმისადგომის საერთო სიგრძე 250 მეტრი სიღრმე კი 13 მეტრი იქნება, ხოლო მისი წლიური წარმადობა 1 მილიონი ტონა. ფოთის ახალ ნავსადგურში არსებული საწყობიდან კარბამიდი ახალი 700 მეტრი სიგრძის საკონვეიერო სისტემით მიეწოდება ახალ ნავმისადგომზე განლაგებულ გემში ჩამტვირთველ მანქანას რომლის წარმადობაც 1500 ტონაა საათში.
მე-2 ფაზის საერთო ღირებულება შეადგენს 37 მილიონ აშშ დოლარს რომლიდანაც 25 მილიონი აშშ დოლარი ფინანსდება აშშ - ს მთავრობის სართაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის - United States International Development Finance Corporation (DFC) მიერ, ხოლო დანარჩენი 12 მილიონი აშშ დოლარი პეის ჯგუფის ინვესტიციაა აღნიშნულ პროექტში.
ნავსადგურის ექსპლოატაციაში გაშვება იგეგმება 2027 წლის ნოემბერში.
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური განთავსებულია 25 ჰექტარ მიწის ფართზე ნავმისადგომების კედლის საერთო სიგრძით 650 მეტრი. ნავსადგური დაამუშავებს როგორც მშრალ ნაყარ და გენერალურ ტვირთებს, ასევე საზღვაო კონტეინერებს. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარიანობას გაზრდის 3.5 მილიონი ტონით.

შპს ,,ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“
ცხელი ხაზი: +995 599514774
ცხელი ხაზი:
მისამართი: დავითაიას 1, 4400 ფოთი, საქართველო
ელ. ფოსტა: info@potinewport.com